დადგენილება №22/2012
19 მარტი, 2012
19 მარტი, 2012
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 და მე–8 მუხლებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ მე–5 და მე-6 მუხლების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილება.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 21 მარტიდან.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი