დადგენილება №39/2012
11 ივნისი, 2012


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის 16.09.2011, №6373/22–05 და 04.06.2012, №2419/22–05 წერილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდება მიენიჭოს შემდეგ პირებს:

ა) ავთანდილ დემეტრაშვილი;
ბ) მზია ლეკვეიშვილი;
გ) გურამ ნაჭყებია.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი