დადგენილება №41/2012
11 ივნისი, 2012


„ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო პაპაჩაშვილისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 4 აპრილის №25/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა  და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 06.06.2012, №13615/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო პაპაჩაშვილისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 4 აპრილის №25/2012 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ქვემიმართულების ასოცირებულ პროფესორ ნინო პაპაჩაშვილს გაუგრძელდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 29.05.2012, №67/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი