დადგენილება №4/2012
16 იანვარი, 2012
16 იანვარი, 2012
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 29.12.2012 №35498/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–20 მუხლის 20.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20.4. ავტორეფერატი – ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 20 გვ. (არაუმეტეს 40 000 ასო-ნიშანი); ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოქვეყნებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – AcadNusx-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ. (20 ეგზემპლარი).“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი