დადგენილება №48/2012
20 ივნისი, 2012


ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანების კანდიდატთა შერჩევისა და ფაკულტეტის საბჭოებისთვის წარდგენის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანების თანამდებობების დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 14 მაისის №33/2012 დადგენილების თანახმად, დეკანის თანამდებობებზე ასარჩევად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები:

ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატად –აკაკი ხელაძე;
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატად – რამაზ ბოჭორიშვილი.

2. შერჩეული კანდიდატურები ასარჩევად წარედგინოს შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოებს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი