დადგენილება №52/2012
20 ივნისი, 2012


„ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 19 მარტის №23/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 19 მარტის №23/2012 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დანართ №1–ში აღნიშნულ ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს გაუგრძელდეთ აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ–ის რექტორის 2012 წლის 19 ივნისის №79/01–01 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევამდე (დანართი №1).“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
11. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 23 აპრილის №28/2012 დადგენილება.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი