დადგენილება №53/2012
27 ივნისი, 2012


ქეთევან მარშავასათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
მედლის მინიჭების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2012 წლის 6 ივნისის №13616/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ ქეთევან მარშავას მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი