დადგენილება №58/2012
13 ივლისი, 2012
13 ივლისი, 2012
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 31 მაისის №74/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს,
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლავრენტი მანაგაძე - კომისიის თავმჯდომარე (სრული პროფესორი, თსუ);
ბ) ნინო გორდაძე – კომისიის მდივანი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი);
გ) თამაზ შაბურიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
დ) ირაკლი ფავლენიშვილი (სრული პროფესორი, თსსუ);
ე) მარინე ჯანელიძე (სრული პროფესორი, თსსუ);
ვ) სამსონ მღებრიშვილი (სრული პროფესორი, თსსუ);
ზ) ივა ბერაძე (სრული პროფესორი, პ. შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემია);
თ) მამუკა ჯიბუტი (ასოცირებული პროფესორი, თსსუ);
ი) იაგორ კალანდაძე (სდასუ-ს რექტორის მოადგილე);
კ) მერაბ ვაჩნაძე – თსუ რექტორის თანაშემწე;
ლ) თეა წითლანაძე – თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი უფროსის მოადგილე.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი