დადგენილება №59/2012
13 ივლისი, 2012




ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 30 მაისის №69/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს,

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

ა) თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, ძველი ქართული  ლიტერატურის ისტორიის,   ახალი ქართული  ლიტერატურის ისტორიის,  უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოლკორისტიკის, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების, თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების, ქართველური ენათმეცნიერების, ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების, კავკასიური ენების, კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №1);

ბ) საქართველოს ისტორიის,  ძველი მსოფლიოს ისტორიის,  შუა საუკუნეების ისტორიის, ახალი და უახლესი ისტორიის, ამერიკისმცოდნეობის, კავკასიის ისტორიის,  აღმოსავლეთის ისტორიის, არქეოლოგიისა და  ეთნოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №2);

გ) ინგლისური ფილოლოგიის, გერმანული ფილოლოგიის, რომანული ფილოლოგიის, რუსული ფილოლოგიისა და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №3);

დ) არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა–არამეისტიკის, ასირიოლოგიისა და არმენოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №4);

ე) ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების, კინო–ტელეხელოვნების, კულტურის კვლევების, ფილოსოფიისა და პედაგოგიკიის მიმართულებებზე (დანართი №5).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი