დადგენილება №60/2012
13 ივლისი, 2012
13 ივლისი, 2012
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 29 მაისის №67/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს,
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) აკაკი ხელაძე – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია ბარკალაია – ვი-თი-ბი ბანკის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნია შარაშიძე – ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი დობორჯგინიძე - კონსალტინგი, ტრანსქეა ეი-ჯი, დორნიერ კონსალტინგი, დოქტორი;
ე) ოთარ გორგოძე - სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ვ) გიორგი ბაქრაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ზ) ალექსანდრე ჯეჯელავა - კონსალტინგი, დამფუძნებელი, მართვის აკადემია;
თ) გოგი ლოლაძე - სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, საქართველოს საფონდო ბირჟა;
ი) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
კ) გიორგი ღვედაშვილი – თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი