დადგენილება №66/2012
23 ივლისი, 2012


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)  მიმართულებაზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 30 მაისის №68/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს,

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) მიმართულებაზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვასილ გონაშვილი – თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო ჯღამაძე - მათემატიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა ხუციშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ) ვიაჩესლავ მესხი - მათემატიკის დოქტორი;
ე) ზაზა ხეჩინაშვილი - თსუ ასისტენტ-პროფესორი;
ვ) ნუნუ მიცკევიჩი - თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი