დადგენილება №7/2012
8 თებერვალი, 2012
8 თებერვალი, 2012
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
04.10.2013, №112/2013 დადგენილებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).
2. დანამატის წლიური საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებული დანამატის ოდენობას.
3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.
4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
5. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.
6. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
7. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).
8. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.
9. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.
10. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის № 233, 2010 წლის 10 მარტის № 29/2010, 2010 წლის 10 მარტის № 25/2010, 2010 წლის 10 მარტის № 27/2010, 2010 წლის 10 მარტის № 26/2010, 2010 წლის 10 მარტის № 28/2010, 2008 წლის 23 სექტემბრის № 135, 2009 წლის 21 იანვრის № 167, 2011 წლის 28 მარტის № 31/2011, 2011 წლის 14 ნოემბრის № 112/2011, 2008 წლის 8 სექტემბრის № 122 დადგენილებები.
11. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
12. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
13. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი