დადგენილება №72/2012
10 აგვისტო, 2012
10 აგვისტო, 2012
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№87/2012, 24.09.2012 დადგენილებით
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012–2013 სასწავლო წლის
სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 03.08.2012, №18699/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს (ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012–2013 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი