დადგენილება №75/2012
10 აგვისტო, 2012



ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 19 ივნისის №77/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გურამ ლორთქიფანიძე – ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გელა გამყრელიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ვასილ გონაშვილი – თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ) მაია ღამბაშიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი