დადგენილება №78/2012
10 აგვისტო, 2012



„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის 09.08.2012, №19099/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილების დანართი №1–ის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი – ან ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნა. უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება, შესაბამისი სერთიფიკატებისა და ქულების ნუსხა (იხ. დანართი №2). იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდისაგან უნდა გათავისუფლდნენ ის კანდიდატები, რომლებსაც თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩაბარებული აქვთ უცხოელი პროფესორის მიერ შესაბამის უცხო ენაზე წაკითხული საგანი. დოქტორატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ ამ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება. ამგვარ კანდიდატს უფლება აქვს ჩაბარებული უცხოენოვანი საგნის მიუხედავად, გავიდეს დოქტორატურაში მისაღებ უცხო ენის გამოცდაზე.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი