დადგენილება №79/2012
10 აგვისტო, 2012



აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის №59/2012 დადგენილების დანართი №2-ით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ არდამტკიცებისა და საკითხის შესაბამისი საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის №59/2012 დადგენილების დანართი №2-ით შექმნილი საქართველოს ისტორიის, ძველი მსოფლიოს ისტორიის, შუა საუკუნეების ისტორიის, ახალი და უახლესი ისტორიის, ამერიკისმცოდნეობის, კავკასიის ისტორიის, აღმოსავლეთის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებების საკონკურსო კომისიის 2012 წლის 7 აგვისტოს შემაჯამებელი ოქმი არ დამტკიცდეს კავკასიის ისტორიისა და შუა საუკუნეების ისტორიის სრულ პროფესორთა არჩევის ნაწილში და დაუბრუნდეს შესაბამის საკონკურსო კომისიას, რომელიც დეტალურად შეისწავლის პრეტენდენტების დოკუმენტაციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საკონკურსო კომისიამ 2012 წლის 15 სექტემბრამდე აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემაჯამებელი ოქმი „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2012 წლის 30 მაისის №69/01-01 ბრძანების მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში სრულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი