დადგენილება №81/2012
10 სექტემბერი, 2012





„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილებაში და ამავე დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 პუნქტი:

„II1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ეკა ავალიანს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე".

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილების მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისთანავე“.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი