დადგენილება №88/2012
24 სექტემბერი, 2012


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 15 აგვისტოს №103/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვახტანგ ლიჩელი - თსუ სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ვეფხვაძე - ფილოლოგიის  დოქტორი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ  მირესაშვილი -  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) გურამ გრიგოლია - ისტორიის დოქტორი, თსუ  ემერიტუსი;
ე) მერაბ კოკოჩაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) არჩილ შუბაშვილი - კინომცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი;
ზ) ნოდარ მამისაშვილი - სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
თ) მანანა გელაშვილი - თსუ სრული პროფესორი;
ი) ეკატერინე  ნავროზაშვილი  -  თსუ ასოცირებული პროფესორი;
კ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ლ) ვასილ ბარამიძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი