დადგენილება №99/2012
29 ოქტომბერი, 2012



„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №131/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის №27913/02, 29.10.2012 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №131/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ მარინე ქარჩხაძეს გაუგრძელდეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი