დადგენილება №102/2013
9 სექტემბერი, 2013
9 სექტემბერი, 2013
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:
ა) II ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:
„დ.ბ1) ირინა ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;
ბ) VII ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ“ ქვეპუნქტი:
„დ.ბ) მარინა ქარჩხაძე - ასისტენტ-პროფესორი.”;
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013 წლის 13 მარტის №32/01-01 და 2013 წლის 18 ივნისის 60/01-01 ბრძანებებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №87/2013 და აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 აგვისტოს №88/2013 დადგენილებები) გადაწყვეტილებების (წერილი: №25133/02, 05.09.2013 და №24632/02, 03.09.2013) საფუძველზე,