დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №130/2013 - ლუდმილა გრიციკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

დადგენილება №130/2013
დეკემბერი, 2013

 ლუდმილა გრიციკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20.11.2013  №36430/02  წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, უკრაინელ ქართველოლოგს, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ლუდმილა გრიციკის  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი