დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №136/2013 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის 2014 წელს გაცემის უზრუნველსაყოფად ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის N123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული საკონკურსო ვადებისაგან განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ

დადგენილება №136/2013
23 დეკემბერი , 2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის 2014 წელს გაცემის უზრუნველსაყოფად ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის N123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული საკონკურსო ვადებისაგან განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ და  „წ“ ქვეპუნქტების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის N123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა 2014 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის 2014 წელს გაცემის უზრუნველსაყოფად, პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისმა საპრემიო კომისიამ განცხადების გავრცელება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2013 წლის 30 დეკემბრისა, პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება გამოცხადებული იქნას  არაუგვიანეს 2014 წლის წლის 14 თებერვლისა.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და საპრემიო კომისიისათვის გადაცემა  დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი