ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №94/2019 დადგენილებით
დადგენილება №139/2013
27 დეკემბერი , 2013
27 დეკემბერი , 2013
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის 25.12.2013, №39988/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი