დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №60/2013 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ(კოდიფიცირებული)(ძალადაკარგული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის №167/2018 დადგენილებით


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 19 თებერვლის №52/2018 დადგენილებით


დადგენილება №60/2013
29 აპრილი, 2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
(19.02.2018, №52/2018)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ლიდერთა სკოლა. (19.02.2018, №52/2018)
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №52/2018)
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


გამოქვეყნების თარიღი:2018-02-24 19:35:54