დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №6/2013
29 იანვარი, 2013



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.01.2013 №1574/02  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე თავმჯდომარე ზედიზედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, გაიმართება მეორე ტური, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება უბრალო უმრავლესობით. მეორე ტური ინიშნება იმავე დღეს. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ ტურში. მეორე ტურში ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში ინიშნება ხელახალი არჩვნები.
კენჭისყრის წინ იბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც საჯაროდ გადაეცემა ხმის დამთვლელ კომისიას იმ რაოდენობით, რა რაოდენობის წევრებიც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.“.

ბ) 24–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24.5. პუნქტი:
„24.5. დისერტაციის დაცვის პროცესზე ვიდეოგადაღება სავალდებულოა.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი