დადგენილება №62/2013
29 აპრილი, 2013
29 აპრილი, 2013
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №11996/02, 19.04.2013 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი და 863, 864, 865 ქვეპუნქტები:
„დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
863. გიდის (ტურის მეგზურის) ბიზნესი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 208);
864. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 209);
865. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 210).“.
2. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 ქვეპუნქტი:
„831. ტურიზმი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა) (დანართი 211);“
3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება დაევალოს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტს.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი