დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №64/2013
29 მაისი, 2013


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 22 მარტის №34/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე თერაპიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერაბ ვაჩნაძე - თსუ რექტორის თანაშემწე;
ბ) ბეჟან წინამძღვრიშვილი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის სრული პროფესორი;
გ) პავლე მაჭავარიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ნინო გორდაძე - თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური ბიო-მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) გიორგი გალდავა - თსუ მედიცინის ფაკულტეტის დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი