დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №91/2013 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №91/2013
9 აგვისტო, 2013


„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 5.08.2013, №21964/02 და 9.08.2013, №22414/02  წერილების  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 5);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ელექტრონიკა“ (დანართი 8);
ვ) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ზ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-83 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი 192);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 9);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი 10);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი 11);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
ო) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 77);
პ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 87);
ჟ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი 88);
რ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 90-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა (ქალაქ შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან)“ (დანართი 90);
ს) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მიგრაციის მართვა“ (დანართი 207).

2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„86. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა) (დანართი 86).“.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი