დადგენილება №109/2013
23 სექტემბერი, 2013
23 სექტემბერი, 2013
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის მე–5 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.07.2013, №71/01-01 და რექტორის 09.11.2013, №101/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მალხაზ მაცაბერიძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რევაზ გაჩეჩილაძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - სრული პროფესორი;
ვ) დალი ოსეფაშვილი - სრული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ზ) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ) ნათია მონიავა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ი) რუსუდან სხირტლაძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
კ) გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტების და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი (არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი