დადგენილება №116/2013
21 ოქტომბერი, 2013
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ21 ოქტომბერი, 2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 17.10.2013, №32939/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება“
2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო“.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი