ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№94/2015, 14.09.2015 დადგენილებით
დადგენილება №128/2013
18 ნოემბერი, 2013
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 15.11.2013, №35906/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის (პოსტდოქტორანტად დასაქმების შესახებ) დებულება“ (დანართი 1). (№94/2015, 14.09.2015)
2. დამტკიცდეს „პოსტდოქტორანტურის სამცნიერო დარგების/მიმართულებების ნუსხა“ (დანართი 2) და „პოსტდოქტორანტის კონკურსითა და ინდივიდუალური ფორმით ექსპერტის მიერ შეფასების წესი“ (დანართი 3).
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი