დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №111/2013 - „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №111/2013
4 ოქტომბერი, 2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.09.2013, №30533/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“;
2.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში:
ა) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის სათაურში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“;
ბ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის პირველ მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ამ წესის მიზანია განსაზღვროს სსიპ - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში - „თსუ“) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“;
გ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
დ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
ე) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ. პირადი განცხადება.“;
ვ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუნდეტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.“;
ზ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი.
თ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, „შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება.“
ი) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლის სახელწოდებაში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სტუდენტის სტატუსი და უფლება-მოვალეობები.“
კ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, პერიოდულად ეცნობოდეს უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები.“
ლ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„ბ. გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე.“
მ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.“;
ნ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულთათვის, სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახდელით და ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე შეადგენს:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – 750 ლარი;
ბაკალავრიატი - 750 ლარი;
მაგისტრატურა - 1000 ლარი;
დოქტორანტურა - 1000 ლარი.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის:
ბაკალავრიატში – 1250 ლარი;
მაგისტრატურაში – 1500 ლარი;
დოქტორანტურაში –  2000 ლარი.“
ო) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მონაწილეობდა სასწავლო პროცესში და მის მიმართ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (გარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების ბრძანება), სწავლის გაგრძელების უფლების მიცემის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. სწავლის საფასური განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას თსუ-ში დადგენილი ტარიფის შესაბამისად.“
პ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„3. მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.“;
ჟ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-20 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
       „მუხლი 20. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი ამოქმედდეს 2014–2015 სასწავლო წლიდან. „
რ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-21 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის ამოქმედებამდე დამატებით სემესტრში სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახდელის შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში სემესტრული საფასური სწავლების ყველა საფეხურზე განისაზღვრება 1125 ლარით.
ბ) თუ საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილია სემესტრულ 1125 ლარზე მაღალი სწავლის საფასური, სტუდენტს დამატებით სემესტრშიც შეუნარჩუნდება აღნიშნული სწავლის საფასური.
გ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და სწავლების ყველა საფეხურზე შეადგენს კრედიტზე – 40 ლარს.“
3.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი