დადგენილება №102/2014
30 სექტემბერი, 2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიისათვის (გეოგრაფიის მიმართულება) დამატებითი, ინდივიდუალური ვადის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 30 ივლისის №125/01-01 და 2014 წლის 15 სექტემბრის №153/01-01 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის №89/2014 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის სხდომის №27 ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ-ს რექტორის 2014 წლის 30 ივლისის №125/01-01 ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას (გეოგრაფიის მიმართულება) კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ვადა განესაზღვროთ 2014 წლის 8 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი