დადგენილება №109/2014
27 ოქტომბერი, 2014
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №102/2014 „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიისათვის (გეოგრაფიის მიმართულება) დამატებითი, ინდივიდუალური ვადის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების, თსუ-ს რექტორის 30.07.2014, №125/01-01; 15.09.2014, №153/01-01 ბრძანებების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.10.2014, №187/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტი - გეოგრაფიის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 22.10.2014, №36919/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილების IV ნაწილის „გ“ და „ე“ პუნქტებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტები:
„გ.გ) ლამზირა ლაღიძე - ასოცირებული პროფესორი.”
“ე.დ) თენგიზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი.“
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების IV ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი