დადგენილება № 21/2014
5 მარტი, 2014
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და მე-10 მუხლის და იურიდიული დეპარტამენტის №7694/02 04.03.2014 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პრემირებულ მეცნიერს გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.“.
2.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას;
3.
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი