დადგენილება №3/2014
13 იანვარი, 2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარკვეული კატეგორიის ემერიტუსების ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, ასევე საფინანსო და იურიდიული დეპარტამენტის უფროსების 2014 წლის 8 იანვრის 8.01.2014, №66/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ“ 2009 წლის 21 სექტემბრის N275 და ,,გურამ გრიგოლიასათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ“ 2010 წლის 6 სექტემბრის N94/2010 დადგენილებების საფუძველზე ემერიტუსის წოდება მინიჭებულ პირებს ანაზღაურება 2014 წლიდან განესაზღვროთ 900 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
2. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ემერიტუსის წოდება მინიჭებულ პირებს ანაზღაურება 2014 წლიდან განესაზღვროთ 500 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი