დადგენილება №37/2014
14 აპრილი 2014
14 აპრილი 2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს საკონკურსო პროცედურები და არაუგვიანეს 2014 წლის 8 მაისისა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი