დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №39/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დადგენილება №39/2014
14 აპრილი 2014

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, 28–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის,  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014, №12348/02; 27.02.2014 №6917/02  მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,

 აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი.
2.     წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  საკონკურსო კომისიას დაევალოს:
 ა) საჭიროების შემთხვევაში მისცეს საშუალება გიორგი ყიფიანს დააზუსტოს მის მიერ უკვე წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია (ამჟამად მოქმედი კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა)  და   აუცილებლობის შემხვევაში მოსთხოვოს გიორგი ყიფიანს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბ) გიორგი ყიფიანის მიერ წარმოდგენილი სრული საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და კონკურსანტის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება;
გ) გიორგი  ყიფიანის მიერ  კონკურსის პირველი ეტაპის  გადალახვის შემთხვევაში, მისი მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრების ჩატარება;
დ)   წინამდებარე     დადგენილების     მე-2     პუნქტის   „ბ“  და  ,,გ“  ქვეპუნქტების  პირობების გათვალისწინებით, გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, თუ  რატომ  უნდა  აირჩეს  ან  არ  უნდა  აირჩეს  გიორგი ყიფიანი აკადემიურ თანამდებობაზე;
ე) შესაბამისი სხდომის ოქმების წარმოება და სათანადო წესით გაფორმება;
3.    წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას  დაევალოს გასატარებელი ღონისძიებების (გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და  მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა) დასრულება 2014  წლის 15 მაისამდე.
4.     დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5.     წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი