დადგენილება № 42/2014
19 მაისი, 2014
19 მაისი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.05.2014, №15578/02 და 02.05.2014, №14143/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 663-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„663. დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (დანართი 219)“.
2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ (დანართი 83);
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი