დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება № 45/2014 - ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის N25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დადგენილება № 45/2014
                      19 მაისი 2014


,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16  მარტის N25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №14751/02, 08.05.2014  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის N25/2011 დადგენილებაში:
ა) პირველი პუნქტის დანართი 1-ით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ბ) აკადემიური წერა (კვლევის მეთოდების კომპონენტებით, 0-15 კრედიტი; სავალდებულო სალექციო კურსი მათთვის, ვისაც აკადემიური წერა  და/ან კვლევის მეთოდები წინა საფეხურზე არ გაუვლია);
გ) მინიმუმ ერთი სემინარი  (10-30 კრედიტი, სავალდებულო);“.

ბ) პირველი პუნქტის დანართი 3-ით დამტკიცებული ,,სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანის’’ „სემინარის“ პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,სემინარი (10-30 კრედიტი) – თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა სადოქტორო პროგრამის გაერთიანების შედეგად იქმნება სადოქტორო სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ შესაბამისი სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები (კოორდინატორები), სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელები და დოქტორანტები; სემინარების რაოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება. სემინარის ორგანიზებას ახდენს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური. შესაძლებელია, შეიქმნას ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტატური სემინარები“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი