დადგენილება №53/2014
16 ივნისი, 2014
მიხეილ ნიორაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ16 ივნისი, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 12.06.2014, №18299/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს/ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის, პროფესორ მიხეილ ნიორაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი