დადგენილება №59/2014
26 ივნისი, 2014
შუშანა მარგველაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის
მინიჭების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 18.06.2014, №18981/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიურ დოქტორს შუშანა მარგველაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
2.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3.
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი