დადგენილება №62/2014
26 ივნისი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.06.2014, №18619/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 125);
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 126);
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი 144);
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 145-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქრისტიანობის ისტორია“ (დანართი 145);
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი 146);
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი 149);
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 150-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეთნოლოგია“ (დანართი 150);
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი 151);
კ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი 152);
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი 153);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ანგლისტიკა“ (დანართი 154);
ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი 155);
ო) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი 157);
პ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი 158);
ჟ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი 159);
რ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“ (დანართი 160);
ს) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი 161);
ტ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 162-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი 162);
უ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი 163);
ფ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 165-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი 165);
ქ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 166-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი 166);
ღ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 167-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი 167);
ყ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თურქული ფილოლოგია“ (დანართი 168);
შ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 169-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ებრაულ-არამეული ფილოლოგია“ (დანართი 169);
ჩ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე)“ (დანართი 170);
ც) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (დანართი 171);
ძ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
წ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ (დანართი 174);
ჭ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 177-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 177);
ხ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 178);
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი