დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №63/2014 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №63/2014
26 ივნისი, 2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18  ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და რექტორის 07.05.2014, №65/01-01 ბრძანების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

1.1. ამერიკისმცოდნეობის, ამერიკული ლიტერატურის მიმართულება:

ა) მანანა გელაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვასილ კაჭარავა - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქრიაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი; 
ე) ლაშა ჩახვაძე - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.

1.2. ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება:

ა) მანანა რუსიეშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ავთანდილ არაბული - თსუ-ის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა გველესიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან დოლიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) თინათინ ბოლქვაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
   
1.3. მსოფლიო ისტორიის, ისტორიის თეორიის და დიდაქტიკის მიმართულება:

ა) მურმან პაპაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან გორდეზიანი  - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი   (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან  ნადირაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი;
ე) გურამ კუტალია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი. 

2.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

2.1. აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება:
     
ა) ზაზა ალექსიძე - აკადემიკოსი, თსუ-ის ემერიტუს პროფესორი (კომისიის    თავმჯდომარე);
ბ) მაია რაფავა  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათია  ჩანტლაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული   პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლელა ჯეჯელავა - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი;
ე) ნანი გელოვანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.2. კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება:

ა) ცირა ბარამიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა მაჭავარიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) როსტომ ფარეულიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნოდარ არდოტელი - თსუ-ის  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) რუსუდან ჯანაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი.

3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4.   წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                               აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი