დადგენილება №69/2014
14 ივლისი, 2014
14 ივლისი, 2014
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და მულტიმედია ცენტრის № 21513/02, 11.07.2014 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“;
2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრი და დამტკიცდეს მისი დებულება (დანართი №1)“;
3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).
4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადის გასვლისთანავე აკადემიური საბჭოს მიერ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მონაწილეობით განხილულ იქნეს მულტიმედია ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში დასმული იქნეს ცენტრის სტატუსისა და სტრუქტურის ცვლილების საკითხი.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი