დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №84/2014 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №84/2014
8 სექტემბერი, 2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014  დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 30.07.2014, №125/01-01 და 30.07.2014, №126/01-01  ბრძანებების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის   აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

1.1. კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

  ა)    ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
  ბ)   გია სირბილაძე - თსუ-ის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
  გ)   ირინა ხუციშვილი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
  დ)  ვალიდა სესაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
  ე)    ბესარიონ შანშიაშვილი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

1.2. გეოგრაფიის მიმართულება:
    
  ა)  ლია მაჭავარიანი - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
  ბ)  ნოდარ წივწივაძე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
  გ) ელენე სალუქვაძე - გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის  გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (კომისიის მდივანი);
  დ)  ნოდარ ელიზბარაშვილი - თსუ-ის პროფესორი;
  ე)  ზურაბ სეფერთელაძე - თსუ-ის პროფესორი.

     1.3. ქიმიის მიმართულება:

  ა)   ბეჟან ჭანკვეტაძე  - თსუ-ის პროფესორი   (კომისიის თავმჯდომარე);
  ბ)   იოსებ ჩიკვაიძე  - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
  გ)  ნინო თაყაიშვილი  - თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
  დ)  შოთა სამსონია - თსუ-ის პროფესორი;
  ე)  ავთანდილ ქორიძე - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი.

     1.4. გეოლოგიის მიმართულება:

  ა) ვაჟა გელეიშვილი - თსუ-ის  კავკასიის  ალ.თვალრელიძის  მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის  მყარი სასარგებლო წიაღისეულის  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების  მეცნიერ-სპეციალისტი,  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის    თავმჯდომარე);

  ბ)  ივერი წერეთელი -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
  გ)   გურამ ქუთელია - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);

 დ) მირიან  თოფჩიშვილი - თსუ-ის  ალ.ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;    
  ე)  არჩილ  მაღალაშვილი  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი.  
   
      1.5. ბიოლოგიის მიმართულება:

  ა)   დიანა ძიძიგური - თსუ-ის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
  ბ)   ნანული დორეული - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);  
  გ)   მანანა გორდეზიანი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
  დ)   თეიმურაზ ლეჟავა - თსუ-ის პროფესორი;
  ე)  ნანა კოშორიძე - თსუ-ის პროფესორი.

1.6. ელექტრონიკის მიმართულება:

  ა)  რომან ჯობავა - აკადემიური დოქტორი, შპს  EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა  EMCoS ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
  ბ)   დავით კაკულია - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
  გ)  ლია ტრაპაიძე- თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი);
  დ)  ლევან შოშიაშვილი - თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი;
  ე )  ანატოლი ახალკაცი - თსუ-ის ემერიტუს პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


      აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                     აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
     რექტორი, პროფესორი