დადგენილება №89/2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014 წლის 30 ივლისის №125/01-01 და №126/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 12.09.2014, №29915/02; 12.09.2014, №29916/02; 12.09.2014, №29936/02; 12.09.2014, №30178/02; 12.09.2014, №30050/02; 12.09.2014, №30059/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. უარი ეთქვათ საკონკურსო კომისიებს მათ მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე.
2. დაევალოს საკონკურსო კომისიებს კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატარონ საკონკურსო პროცედურები, უზრუნველყონ კომისიის შემაჯამებელი ოქმის დადგენილი წესით გამოქვეყნება და არსებული თანდმევი პროცედურების დაცვის შემდგომ, არა უგვიანეს 2014 წლის 26 სექტემბრისა, წარუდგინონ კონკურსის შედეგები აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი