დადგენილება №91/2014
29 სექტემბერი, 2014
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.09.2014, №33012/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.09.2014, №33212/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 155-ე, 158-ე, 161-ე, 163-ე, 167-ე, 168-ე, 169-ე, 171-ე, 174-ე და I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15, მე-16, მე-18 ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი