დადგენილება №92/2014
29 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე და 61-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2014, №33403/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:
ა) სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №3, 30.10.2006);
ბ) სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №8, 27.11.2006);
გ) სამაგისტრო პროგრამების გაერთიანების შესახებ (დადგენილება №16, 19.03.2007);
დ) ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამაში “სამედიცინო ბიოფიზიკის” მოდულის დამატების შესახებ (დადგენილება №17, 19.03.2007);
ე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №37, 17.07.2007);
ვ) გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №66, 28.12.2007);
ზ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №95, 14.07.2008);
თ) უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №96, 14.07.2008);
ი) დაწყებითი განათლების შესახებ საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №100, 14.07.2008);
კ) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში არჩევითი საგნების რაოდენობასთან დაკავშირებით (დადგენილება №107, 30.07.2008);
ლ) სამაგისტრო პროგრამის – „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ დამტკიცების შესახებ (დადგენილება №109, 30.07.2008);
მ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №143, 7.10.2008);
ნ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №145, 28.10.2008);
ო) 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №160, 21.01.2009);
პ) 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ (დადგენილება №202, 13.04.2009);
ჟ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №258, 16.07.2009);
რ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №259, 16.07.2009);
ს) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №272, 21.09.2009);
ტ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №273, 21.09.2009);
უ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასირიოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის, ეთნოლოგიისა და ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ (დადგენილება №308, 13.11.2009);
ფ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №64, 25.06.2010);
ქ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №65/2010, 25.06.2010);
ღ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №67/2010, 25.06.2010);
ყ) აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №68/2010, 25.06.2010);
შ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო კურსების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №85/2010, 12.07.2010);
ჩ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სადოქტორო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №100/2010, 13.09.2010);
ც) საბაკალავრო პროგრამის –„კავკასიოლოგია“ (რუსულენოვანი) – დამტკიცების შესახებ (დადგენილება №117/2010, 13.10.2010);
ძ) 2009-2010 წლის სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №118/2010, 13.10.2010);
წ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №119/2010, 13.10.2010);
ჭ) 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებზე ორი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ (დადგენილება №125/2010, 1.11.2010);
ხ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №135/2010, 29.11.2010);
ჯ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №8/2011, 31.01.2011);
ჰ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №259/2009 დადგენილებით დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების და №64/2010 დადგენილებით დამტკიცებული 2010–2014 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (დადგენილება №16/2011, 14.02.2011);
ჰ1) „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში დამატებების შეტანის შესახებ (დადგენილება №20/2011, 7.03.2011);
ჰ2) „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (დადგენილება №21/2011, 7.03.2011).
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი