დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №93/2014 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ

დადგენილება №93/2014
29 სექტემბერი, 2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.09.2014, №26688/02, 03.09.2014, №27175/02, 26.09.2014, №33403/02, 26.09.2014, №33404/02  წერილებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 4 სექტემბრის  №23 ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №230 დადგენილებაში  და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. 2014-2015 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით.“
2. განხორციელდეს ტექნიკური სახის შესწორება აკადემიური საბჭოს 2014 წლის 4 სექტემბრის №80/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1).
3. ამოღებულ იქნას აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 მარტის №18/2011 დადგენილების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების XI ნაწილის “თ“ და „ლ“ პუნქტები, 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების I ნაწილის „ლ“ პუნქტი, 2012 წლის 10 სექტემბრის  №80/2012 დადგენილების „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი